სალამი სტუმარო!
ფორუმი - Juventus
Juventus Fun-club
Gaucho [OFF]7 დეკემბერი 2016 - 20:19Més Que Un Club
იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” თავს კარგი ამბავია. როგორც იტალიური მედია იტყობინება, გუნდს ნაადრევად გამოუჯანმრთელდა ცენტრალური მცველი ანდრეა ბარძალი, რომელმაც ინდივიდუალური ვარჯიში უკვე დაიწყო. როგორც მასიმილიანო ალეგრიმ დააანონსა, ვეტერანი ფეხბურთელი თამაშს 17 დეკემბერს, “რომას” წინააღმდეგ შეძლებს.
არადა, თავდაპირველი ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელს მიმდინარე წელს ვეღარ უნდა ეთამაშა. აღნიშნული ინფორმაცია მითუფრო გასახარია ტურინელთათვის იმის გამოც, რომ დაცვის ხაზში ბევრი ტრამირებული ფეხბურთელი დაუგროვდა და ალეგრის არჩევნის საშუალება აღარ ჰქონდა.
ანდრეა ბარძალიმ ტრავმა ზუსტად ერთი თვის წინ, ვერონას “კიევოსთან” მატჩში მიიღო.
21:03:35
პასუხი |
ციტირება
Gaucho [OFF]7 დეკემბერი 2016 - 20:22Més Que Un Club
ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება ძალიან უნდა, მაგრამ არ სჭირდება.
"ჩემპიონთა ლიგის მოგებას ყოველი სეზონის წინ ვისახავ მიზნად. თუმცა, ეს არამხოლოდ ჩემი, არამედ მთელი გუნდის მიზანია.
მე საკმაოდ წარმატებული კარიერი მქონდა, რომლის განმავლობაშიც უამრავი ტიტული მოვიპოვე და არ ვგრძნობ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი მჭირდება.
თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მოგება მსურს და არ ვიცი ბედი გამიღიმებს თუ არა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა 38 წლის იტალიელმა.
ჯიჯი ბუფონს ტურინულ გრანდთან ერთად შიდა არენაზე ყველაფერი მოგებული აქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ორჯერ აქვს ნათამაშები, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია.
21:03:35
პასუხი |
ციტირება