სალამი სტუმარო!
ფორუმი - Manchester United
Gaucho [OFF]5 დეკემბერი 2016 - 15:49Més Que Un Club
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი გაცილებით უკეთ თამაშობს მისი ხელმძღვანელობით, ვიდრე წინა წლებში.
"წითელმა ეშმაკებმა" მორიგი წარუმატებლობა განიცადეს კვირას, როცა პრემიერ ლიგის ეგიდით "ევერტონთან" "გუდისონ პარკზე" 1-1 ითამაშეს.
ეს ნიშნავს, რომ "იუნაიტედმა" ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და ლიდერ "ჩელსის" 13 ქულით ჩამორჩა.
მაგრამ ცუდი შედეგის მიუხედავად, მოურინიოს მიაჩნია, რომ გუნდი გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე ლუი ვან გაალის დროს.
"გასულ რამდენიმე წელიწადთან შედარებით დიდი სხვაობაა, მაგრამ ახლა მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა. ანდერ ერერას ძელისთვის რომ არ გაერტყა, 2-0 იქნებოდა - თამაში დასრულდა.
კიდევ ერთი ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ ემოციურ სტადიონზე ძალიან კარგი ფეხბურთელების წინააღმდეგ. მორიგი კარგი მატჩია. სახლში კარგად ვთამაშობთ, ვდომინირებთ, გასვლაზე კი ბურთს ვაკონტროლებთ.
როცა ცუდად თამაშობ და ცუდ შედეგს იღებ, შეგიძლია კარგად თამაში და უკეთესი შედეგის მიღება სცადო. მაგრამ, როცა კარგად თამაშობ, ვეღარაფერს გააწყობ.
ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად ვთამაშობთ. მოწინააღმდეგე ბედნიერია, როცა სტადიონს 1-1 ანგარიშზე ტოვებს.
სამუშაოს შევუდგებით და იმედი მაქვს, ხუთშაბათს ასევე კარგად ვითამაშებთ", - განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.
წყარო: goal.com
04:31:36
პასუხი |
ციტირება
Gaucho [OFF]5 დეკემბერი 2016 - 15:50Més Que Un Club
ხელის ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდში დაბრუნებამ ანტონიო ვალენსიას ნოემბრის თვეში "მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოაპოვებინა.
ეკვადორელი ზედიზედ მეორედ მოხვდა სიაში და ამჯერად მან თავის კონკრენტებს გამოკითხვაში აჯობა.
ვალენსიამ ხმების 39% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტებმა მაიკლ კერიკმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 32 და 29% შესაბამისად.
საბოლოო დასკვნის გაკეთება საკმაოდ რთული გამოდგა იმ პერიოდიდან გამომდინარე, რომელშიც გუნდმა 6 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა, თუმცა გამარჯვებებთან ერთად ფრეების სიმრავლე შეინიშნებოდა.
ვალენსიას წვლილი ორ საგოლე გადაცემასა და დაცვის მარჯვენა ფლანგზე წარმატებით ასპარეზობაში მიუძღვის, რაც მხოლოდ 4 მატჩით შემოიფარგლება, რადგან "ფენერბაჰჩესა" და "სუონსი სიტისთან" ვიზიტები მან გამოტოვა.
ხელის ტრავმის მოშუშების შემდეგ ჩატარებულ პირველ მატჩში იგი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა "არსენალის" წინააღმდეგ.
წყარო: manutd.com
04:31:36
პასუხი |
ციტირება
Gaucho [OFF]5 დეკემბერი 2016 - 15:51Més Que Un Club
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ევერტონს" სწორხაზოვანი გუნდი უწოდა და განმარტა, რომ შეხვედრის მიწურულს მარუან ფელაინის ცვლილება სწორედ ამით იყო გამოწვეული.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლის შედეგად ანგარიშის გახსნის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" სამ ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა "გუდისონ პარკზე" შეცვლაზე შესულმა მარუან ფელაინიმ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, რის გამოც მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა მასპინძლებს 11-მეტრიანი დარტყმის უფლება მისცა. ლეიტონ ბეინსმა შანსი სათანადოდ გამოიყენა და "წითელმა ეშმაკებმა" მორიგი ორი ქულა დაკარგეს.
მატჩის შემდეგ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მოურინიომ ახსნა, თუ რატომ შეუშვა მოედანზე მატჩის ანტიგმირი.
"ევერტონი" აღარ არის პასების მკეთებელი გუნდი. "ევერტონი" - სწორხაზოვანი გუნდია. ყველაფერი სწორხაზოვანი აქვთ. მეკარე სწორხაზოვნად თამაშობს, ეშლი უილიამსი, ფუნიეს მორი - სწორხაზოვნები არიან.
როცა მეტოქე მარცხდება და სწორხაზოვნად თამაშობს, სათადარიგოთა სკამზე კი ორი მეტრის სიმაღლის ფეხბურთელი გყავს, მას მოედანზე უშვებ, რათა დაცვითი ხაზის წინ დადგეს და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმაროს", - განაცხადა მოურინიომ.
04:31:36
პასუხი |
ციტირება
Gaucho [OFF]5 დეკემბერი 2016 - 15:53Més Que Un Club
ჟოზე მოურინიო იმედგაცრუებული დარჩა "ევერტონთან" ფრის შემდეგ, რაც მორიგი წარუმატებელი შედეგია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". საკითხები, რომელთა შესახებაც პორტუგალიელმა ისაუბრა:
შედეგი თამაშს არ შეესაბამება
"ძალიან კარგი თამაში და ამ თამაშის ფონზე ძალიან ცუდი შედეგი იყო. მოედანზე საუკეთესო გუნდი ვიყავით, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ანგარიშის გასაზრდელად შანსი გვქონდა, ბურთის ძელს მოვარტყით, მერე კი ბოლო წუთებში გავუშვით. სხვა პირობებში რომ ჩახვიდე "გუდისონ პარკზე" და ერთი ქულა აიღო, არა მგონია, ცუდი შედეგი იყო, რადგან ამ მოედანზე რთულია თამაში, მაგრამ ჩვენ მოედანზე საუკეთესოები ვიყავით, ამიტომაც ერთი ქულა არ არის ის, რაც დავიმსახურეთ."
თამაშის კონტროლი
"შეუძლებელი ან მინიმუმ ძალიან რთულია მატჩის კონტროლი 90 წუთის განმავლობაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ 80 წუთის განმავლობაში ჩვენ ვაკონტროლებდით. სრულიად ბუნებრივია მოწინააღმდეგის რეაქცია და მათი შორეული გადაცემების სტილის შეჩერება შეუძლებელია, რადგან პრესინგი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა პასებს აკეთებენ, ბურთს ჰაერში ვერ გააჩერებ. ასე რომ, მათ მცირე ზეწოლა ექნებათ, რაც ნორმალურია."
ზლატანი კარგ ფორმაშია
"ისიც ისე თამაშობს, როგორც გუნდი. გუნდი ძალიან, ძალიან კარგად თამაშობს და ფეხბურთელებიც ასევე. უნდა ვთქვა, რომ ჯონსი და როხო გასაოცრად გამოიყურებოდნენ. ჯონსს რამდენიმე წლის განმავლობაში არ უთამაშია ზედიზედ 5 მატჩი, როხო კი შარშან მარცხენა მცველი იყო, თუმცა სათადარიგოთა სკამზე და სახლში, ახლა კი ზედიზედ ხუთი მატჩი ჩაატარა ცენტრალურ მცველად, ასე რომ, ფენომენალურად ვითამაშეთ, სოლიდური გუნდური თამაში ვაჩვენეთ."
უკეთესი შედეგი დავიმსახურეთ
"თუ მეტყვით, რომ ამ ოთხი ფრიდან ჩვენი მოწინააღმდეგე უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან, ვიდრე ჩვენ, გიპასუხებთ, რომ სრული აბსურდია. თითოეულ ამ ფრედ დასრულებულ მატჩში ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, ვიდრე მეტოქე და ამ შეხვედრების მოგებას ვიმსახურებდით. ვიმეორებ, ამ სეზონში მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა და არა ფეხბურთის ხარიხს."
გუნდი კარგად თამაშობს
"ვწუხვარ, რადგან დამსახურებული შედეგი არ გვაქვს. მესმის, რომ როცა ჩემი გუნდი სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობს და იმარჯვებს, მაშინ მნიშვნელოვანი სათამაშო სტილია და არა შედეგი. ამჟამად პრემიერ ლიგაში ასპარეზობენ გუნდები, რომლებიც დაცვიდან და კონტრშეტევაზე მოქმედებენ, მაგრამ დიდ შედეგს აღწევენ. მედიის სიტყვებით ეს ფენომენალურია. როცა ჩემი გუნდები ექსტრემალურად კარგად თამაშობენ, მაშინ შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. აი, სწორედ აქ ვართ. პრობლემა ის არის, რომ დამსახურებულს ვერ ვიღებთ და ისიც, რომ სატურნირო ცხრილში ჩვენ მიერ დაკავებულ ადგილს საერთო არაფერი აქვს ჩვენი მიერ ნაჩვენებ საფეხბურთო ხარისხთან."
წყარო: manutd.com
04:31:36
პასუხი |
ციტირება
Gaucho [OFF]9 დეკემბერი 2016 - 20:58Més Que Un Club
ბრიტანული პრესა ავრცელებს იმ 6 ფეხბურთელის ვინაობას, რომლებიც დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედს" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებენ.
რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა მარუან ფელაინი, რომელსაც მოურინიო იჯარით უშვებს. მის გარდა გუნდს შვაინშტაიგერი, მარკოს როხო, დარმიანი, შნეიდერლინი და მემფის დეპაი ტოვებენ.
დეპაის შეძენით ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის ინგლისური გუნდებიც - "ვესტ ჰემი" და "ევერტონი."
04:31:36
პასუხი |
ციტირება
Gaucho [OFF]9 დეკემბერი 2016 - 21:00Més Que Un Club
"მანჩესტერ იუნაიტედის" სომეხმა ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა "ზორიას" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
მის სასწაულ თამაშს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეხმაურებიან.
"ბევრი მუშაობის შედეგად ხედავთ, თუ რა დონეზეა მხითარიანი. ის ძლიერია ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც. ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორი ტალანტი ვიყიდეთ. მხითარიანი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. არ მეგონა, თუ ის ასე მალე გაივლიდა ადაპტაციას ახალ გუნდში", - აცხადებს მოურინიო.
"პირველი გოლი საოცრება იყო. სწორედ ამ გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. ბედნიერი ვარ, რომ მანჩესტერში მხითარიანის სახით უმაღლესი დონის ფეხბურთელი თამაშობს", - ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
04:31:36
პასუხი |
ციტირება