სალამი სტუმარო!
ფორუმი - Manchester United
Nukri [OFF]22 ნოემბერი 2014 - 00:14 sruli saxeli Manchester United Football Club
metsaxeli The Red Devils (citeli eshmakebi), daarsda 1878, Newton Heath LYR F.C.-is saxelit
stadioni old trafordi (manchesteri, inglisi), (tevadoba: 76.212 mayurebeli)
prezidenti joel gleizeri & abraam gleizeri
mcvrtneli ser aleqs fergiusoni
manchester iunaitedi (ing. Manchester United) – safexburto klubi, romelic tamashobs old trafordis stadionze. klubi “cxovrobs†inglisis ert–ert udides qalaq manchesteris (sagrafo didi manchesteri) raion trafordshi.
„iunaitedi“ msoflios ert–erti yvelaze popularuli gundia, mas msoflios masshtabit 50 milion gulshematkivarze meti hyavs. (amas unda citata)
1964–65 clebis sezonis shemdeg (2 sezonis garda) inglisis masshtabit gundis matchebze sashualo dascreba iyo yvelaze maghali da saklubo matchebs shoris dghesac pirvelia.
iunaitedi inglisisa da evropis masshtabit ert–erti yvelaze titulovani klubia. 1986–87 clebis sezonis rodesac gundshi axlandeli mcvrtneli ser aleqs fergiusoni movida shemdeg gundma 20 didi tituli moigo. premierligis daarsebis 1992 shemdeg ki manchesterma rekorduli raodenobis, 10 chempionis tituli moipova. jamshi inglisis chempioni gundi 17–jer gamxdara, 1968 cels ki gaxda pirveli inglisuri klubi, romelmac evropis chempionta tasi moipova, daamarcxa ra finalshi lisabonis benfika , angarishit 4–1. meored manchesterma analogiur carmatebas miaghcia 1999 cels, mesamed ki 2007–2008 clebis sezonshi.
manchesters agretve 11–jer aqvs mogebuli safexburto asociaciis tasi , rac rekorduli machvenebelia. 1990–iani clebis shemdeg manchesteri msoflios ert–erti umdidresi klubia da bolo ramdenime cerlia liderobs safexburto klubebs shoris shemosavlebis mxriv. 2007 cels safexburto samyaroshi manchesteri meotxe adgilze iyo mogeba–cagebis balansis mxriv, tumca liderobda im shemosavlebis machveneblebshi, romlebic damyarebuli iyo operaciul shemosavalze.
manchesteri aris agretve msoflios umdidresi klubi da G14–is damfudznebeli.
gundis menejeria ser aleqs fergiusoni, romelic gundshi 1986 clis 6 noembers mivida. gundis kapitania gari nevili , romelmac am sapatio tanamdebobaze roi kini shecvala 2005 cels.
1 GK David de Gea
3 DF Patrice Evra
4 DF Phil Jones
5 DF Rio Ferdinand
6 DF Jonny Evans
7 FW Michael Owen
8 MF Anderson
9 FW Dimitar Berbatov
10 FW Wayne Rooney
11 MF Ryan Giggs
12 DF Chris Smalling
13 MF Park Ji-Sung
14 FW Javier Hernández
15 DF Nemanja Vidić (captain)
16 MF Michael Carrick
17 MF Nani
18 MF Ashley Young
19 FW Danny Welbeck
20 DF Fábio
21 DF Rafael
23 MF Tom Cleverley
24 MF Darren Fletcher
25 MF Antonio Valencia
27 FW Federico Macheda
28 MF Darron Gibson
29 GK Tomasz Kuszczak
32 FW Mame Biram Diouf
34 GK Anders Lindegaard
40 GK Ben Amos
42 MF Paul Pogba
49 MF Ravel Morrison
League
First Division (until 1992) and Premier League:[nb 3] 19
1907–08, 1910–11, 1951–52, 1955–56, 1956–57, 1964–65, 1966–67, 1992–93, 1993–94, 1995–96, 1996–97, 1998–99, 1999–2000, 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2010–11
Second Division: 2
1935–36, 1974–75
Cups
FA Cup: 11
1908–09, 1947–48, 1962–63, 1976–77, 1982–83, 1984–85, 1989–90, 1993–94, 1995–96, 1998–99, 2003–04
League Cup: 4
1991–92, 2005–06, 2008–09, 2009–10
FA Charity/Community Shield: 19 (15 outright, 4 shared)
1908, 1911, 1952, 1956, 1957, 1965*, 1967*, 1977*, 1983, 1990*, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007, 2008, 2010, 2011 (* shared)
European
European Cup/UEFA Champions League: 3
1967–68, 1998–99, 2007–08
UEFA Cup Winners' Cup: 1
1990–91
UEFA Super Cup: 1
1991
Worldwide
Intercontinental Cup: 1
1999
FIFA Club World Cup: 1
2008
Doubles and Trebles
Doubles:
League and FA Cup: 3
1993–94, 1995–96, 1998–99 (as part of the Treble)
League and League Cup: 1
2008–09
European Double (League and European Cup): 2
1998–99 (as part of the Treble), 2007–08
"The Treble" (League, FA Cup and European Cup): 1
1998–99
__________

15:07:43
პასუხი |
ციტირება
Nukri [OFF]22 ნოემბერი 2014 - 19:38 “იუნაიტედის” ფორვარდი ყოფილი
თანაგუნდელის გადაწყვეტილებას
ამართლებს.
ზაფხულში მანიკუნიანელთა აღზრდილი
იმის საშიშროების ქვეშ დადგა, რომ
“ემიუში” დარჩენის შემთხვევაში, იგი
“წითელი ეშმაკუნების” სათადარიგოთა
სკამის ფეხბურთელად იქცეოდა,
რადგან მანჩესტერს რადამელ ფალკაომ
მიაშურა.
სწორედ ამიტომ, “არსენალის”
ხელმძრვანელობამ დანის შეძენა
ისურვა, რომელმაც საბოლოო ჯამში
სწორედ ლონდონში გადასვლა
გადაწყვიტა. ამ უკანასკნელის ყოფილი
თანაგუნდელი უეინ რუნი უელბეკს ამ
გადაწყვეტილებაში მხარს უჭერს.
“დანისთვის და მისი კარიერისთვის ეს,
შეიძლება, საუკეთესო
გადაწყვეტილებაა”, – აცხადებს “ემიუს”
კაპიტანი კლუბის ოფიციალურ საიტთან
ინტერვიუში.
“რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ თამაში
კარგი არ იქნება, რადგან დანის აქ
მთელი ცხოვრება აქვს გატარებული.
იგი ჩვენი კლუბის აღზრდილია და მისი
“არსენალში” ხილვა რთული იქნება”, –
აღნიშნა რუნიმ.

15:07:43
პასუხი |
ციტირება
Nukri [OFF]24 ნოემბერი 2014 - 13:15 აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ
იუნაიტედმა" ბოლო ათი წლის
განმავლობაში სატრანსფერო
ბაზარზე უფრო ხარისხიანად
იმუშავა, ვიდრე
ოთხმოცდაათიანების მიწურულს ან
ორი ათასი წლის ფასაწყისში, როცა
კლუბს შეურთდნენ ისეთი
ფებხბურთელები, როგორიც ტაიბი
და ბელონი არიან, ხოლო ხუან
სებასტიან ვერონი პრემიერ ლიგის
ყველაზე ცუდ ტრანსფერებშიც კი
მოხვდა. რა თქმა უნდა შეცდომები
ბოლო პერიოდშიც იყო:
10. დონგ ფანჩჟო ("დალიან
შიდედან" 2-4 მლნ. ევროდ, 2004
წელი)
ორიათასიანი წლის დასაწყისში
"იუნაიტედი" აქტიურად აწარმოებდა
ვაჭრობას აზიურ ბაზარზე და
იმისათვის, რომ "იუნაიტედს" კიდევ
უფრო მეტი წარმატებისთვის
მიეღწია, კლუბის ისტორიაში
პირველი აზიელი ფეხბურთელის
შეძენა გადაწყვიტეს. ასეთი კი დონგ
ფანჩჟო გახდა.
რთულია თქმა, თუ რატომ შეჩერდა
არჩევანი სწორედ მასზე, რამეთუ
არავითარ საოცარ შედეგებს არ
აჩვენებდა იგი საკუთარ კლუბში.
უფრო მეტიც, ჩინეთში მხოლოდ რვა
მატჩი ჩაატარა და ვერც ერთი
გოლის გატანა ვერ მოახერხა. მისი
გაფორმება რთული სქემით მოხდა.
"იუნაიტედმა" ნახევარი მილიონი
ფეხბურთელში პირდაპირ
გადაიხადა, შემდეგ კი სამი მილიონი
ბონუსების სახით გასცა, რომელიც
ფანჩჟოს მიერ მოედანსა და პიარ
კამპანიაში წარმატებულობის გამო
იქნა გადახდილი. "იუნაიტედის"
მიერ გაღებული ზუსტი თანხა
უცნობია, თუმცა დაახლოებით 2-4
მილიონამდე გროვდება.
შეძენისთანავე ფანჩჟომ სერ
ალექსთან ერთად გადაიღო ფოტო,
რაც მისიის შესრულებას ნიშნავდა
და ის "ანთვერპში" ორ წლიანი
იჯარით გაგზავნეს, რადგან პრემიერ
ლიგაში თამაშის უფლება არ
ჰქონდა. ორი წლის შემდეგ დონგი
"იუნაიტედს" დაუბრუნდა და
"წითელი ეშმაკების" რიგებში
დებიუტიც ჰქონდა, მაგრამ ის
უწინდელივით უფრო სარეკლამოდ
სჭირდებოდათ აზიურ ბაზარზე.
ჩინელი ორი წლის განმავლობაში
სოლიდურ ხელფასს იღებდა და
მოედანზე 6-ჯერაც კი გამოჩნდა,
მაგრამ ამის შემდეგ თავისუფალი
აგენტის სტატუსით "ლეგიას"
მიაშურა.
9. შინჯი კაგავა ("ბორუსიიდან" 16
მლნ. ევროდ, 2012 წელი)
დონგის სარეკლამო მიზნით შეძენის
შემდეგ "იუნაიტედს" არაერთი
მაკრიტიკებელი გამოუჩნდა, რის
შემდეგაც კლუბმა დასკვნები
გააკეთა და ფასეულობები
განსაზღვრა.
პარკ ჯი სუნის ყიდვამ "მანჩესტერ
იუნაიტედს" მოედანსა და მის
ფარგლებს გარეთ არაერთი
სარგებელი მოუტანა, ამიტომაც
ხელმძღვანელობას ასე გაგრძელება
სურდა, რის გამოც "ბორუსიას"
ნახევარმცველი, შინჯი კაგავა
შეიძინეს. თუმცა, პარკისგან
გასნხვავებით, რომელიც
თავდადების ხარჯზე სერ ალექსის
გუნდის ნაწილად იქცა შინჯიმ ორი
წლის განმავლობაში ვერ
დაიმკვიდრა ადგილი "ოლდ
ტრაფორდზე".
გამრჯე პარკისგან განსხვავებით,
კაგავას თამაში მის ხასიათზე და
ფსიქოლოგიურ განწყობაზეა
დამოკიდებული. შინჯი არის
კრეატიული ფეხბურთელი, მისთვის
მწვრთნელის მხარდაჭერა,
მოედანზე თავისუფლება და
პარტნიორებთან ურთიერთგაგებაა
მთავარი. ყველაფერი ეს მას
დორტმუნდში ჰქონდა, მაგრამ არა
მანჩესტერში. თუ სერ ალექსი
კაგავას ინტეგრირებას ცდილობდა
თამაშში, დევიდ მოიესის
ხელმძღვანელობის ქვეშ ის
საბოლოოდ ჩაიკარგა.
შინჯიმ ერთი წელიწადი გაატარა
სათადარიგოზე, ვერც ერთი გოლი
ვერ გაიტანა და ყოველდღიურად
ფიქრობდა "ბორუსიაში" იურგენ
კლოპთან დაბრუნებას. მიმდინარე
წლის ზაფხულში კი გერმანელებმა
მას სურვილი აუხდინეს და 8
მილიონ ევროდ დაიბრუნეს.
8. მამე დიუფი ("მოლდედან" 4.5
მლნ. ევროდ, 2009 წელი)
სენეგალელმა ფორვარდმა
"მოლდეში" 2008/2009 წლების
სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და
"მანჩესტერ იუნაიტედისგან"
მოწვევა მიიღო. თუმცა დიუფი
ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.
ამჟამად დიუფი "სტოკ სიტიში"
თამაშობს, რაც მის დონეს სრულად
შეესაბამება, რადგან "ოლდ
ტრაფორდისთვის" ის
არასაკმარისად კარგი იყო. "წითელ
ეშმაკებთან" კონტრაქტის
გაფორმების შემდეგ 2009 წლის
ბოლომდე სენეგალელი ფორვარდი
"მოლდეში" იჯარის წესით
თამაშობდა, მანკუნიანელებს კი
იანვარში შეუერთდა. პრემიერ
ლიგის მეორე წრის
მიმდინარეობისას დიუფი სულ
ხუთჯერ გამოჩნდა მოედანზე და
ერთი გოლის გატანა მოახერხა, რაც
არასაკმარისი იყო სამწვრთნელო
შტაბის დასარწმუნებლად.
დიუფის წარდგენაზე სერ ალექსმა
განაცხადა, რომ მისი კლუბი დიუფს
ორი წლის განმავლობაში
აკვირდებოდა, დაწვრილებით
შეისწავლა და იცის, რომ ბევრი რამ
შეუძლია. ხუთ მატჩში კი
შოტლანდიელმა აზრი შეიცვალა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად
ნორვეგიაში დიუფის "იუნაიტედში"
გადასვლა სენსაციად აღიქვეს,
რადგან სპეციალისტები მას ძლიერ
მოთამაშედ არ მიიჩნევდნენ.
"ბლექბერნში" განათხოვრებამ
დიუფს სათამაშო პრაქტიკა შესძინა,
მაგრამ ძალიან ცოტა გოლის გატანა
მოახერხა და "მანჩესტერ
იუნაიტედმა" ფეხბურთელს ხაზი
გადაუსვა, რის შემდეგაც მისთვის
ახალი კლუბის ძებნა დაიწყო,
რომელიც ფორვარდის კონტრაქტს
გამოისყიდდა. ასეთი კი მხოლოდ
"ჰანოვერი" აღმოჩნდა, რომელმაც
1.8 მლნ. ევროდ შეიძინა
სენეგალელი.
7. ეშლი იანგი ("ასტონ ვილადან" 18
მლნ. ევროდ, 2011 წელი)
ინგლისელმა ფეხბურთელმა თავი
"უოტფორდში" წარმოაჩინა,
საიდანაც "ასტონ ვილაში" გადავიდა.
აქ ნაჩვენები მაღალი დონით კი
დაამტკიცა, რომ ახალი
გამოწვევისთვის მზად იყო.
ბირმინგემელთა რიგებში იანგმა 37
გოლის გატანა და 59 შედეგიანი
გადაცემის გაკეთება მოახერხა,
რამაც ტოპ-კლუბისკენ გაუკვალა
გზა.
ეშლი იანგისთვის ბრძოლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო,
რომელმაც "ასტონ ვილას" 18 მლნ.
ევრო გადაუხადა, ხოლო თავად
იანგს 5 წლიანი კონტრაქტი
შესთავაზა, რომლის მიხედვით ის
კვირაში 140 ათას ევროს მიიღებდა
ხელფასის სახით. შედარებისთვის -
იანგზე მაღალ ხელფასს ახლა
მხოლოდ მატა, დი მარია, რუნი, ვან
პერსი და ფალკაო იღებენ. პირველ
სეზონში იანგმა პრემიერ ლიგაში 25
მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და
11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
თითქოს შემდეგში ყველაფერი
უკეთესობისკენ უნდა შეცვლილიყო,
მაგრამ პირიქით მოხდა. ვინგერმა
სერიოზული ტრავმა მიიღო, რის
გამოც კალაპოტიდან ამოვარდა.
გამოჯანმრთელების შემდეგ იანგმა
ჩვეული კონდიციები ვერ აღიდგინა
და მოწინააღმდეგის საჯარიმოში
უფრო მეტად ეცემოდა, ვიდრე
ოდესღაც ქებულ დიდებულ
გადაცემებს აკეთებდა. გოლებზე
ხომ საუბარიც ზედმეტიa. ასე
გაგრძელდა ორი წლის
განმავლობაში. ეშლი იშვიათად
აჩვენებდა კარგ ფეხბურთს და
ხშირად სტუმრობდა ლაზარეთს.
2014 წელს "იუნაიტედი" იანგის
გაყიდვას ცდილობდა, მაგრამ მის
მიერ მოთხოვნილი ხელფასის
დაკმაყოფილება ვერავინ შეძლო.
ამის შემდეგ იანგმა ტურნეზე
რამდენიმე დიდებული შეხვედრა
ჩაატარა და ვან გაალმა მისი
დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ
როგორც ჩანს შანსს იანგი ვერ
გამოიყენებს.
6. ალან სმიტი ("ლიდსიდან" 9 მლნ.
ევროდ, 2004 წელი)
დევიდ ო'ლირის დროინდელი
"ლიდსის" ერთ-ერთ სიმბოლოს
ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები
ნამდვილად არ აკლდა, როცა ცხადი
გახდა, რაც ელოდა მის მშობლიურ
კლუბს. "ელანდ როუდის"
მკვიდრები ყველა წამყვან
ფეხბურთელს ერთი მეორის
მიყოლებით ყიდდნენ და არც ალან
სმიტი გამოდგა გამონაკლისი,
რომელმაც იმ დროისათვის
ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე
ძლიერ კლუბს მიაშურა.
"იუნაიტედის" რიგებში ალან სმიტი
ძირითადის ფეხბურთელად იწყებდა
კარიერას, თუმცა მალევე დაუთმო
ადგილი უეინ რუნისა და რუუდ ვან
ნისტელროის. სმიტმა პრემიერ
ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და
მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, თუმცა
სეზონი ისედაც ჩაგდებული
გამოდგა, რამეთუ გუნდი მესამე
ადგილზე გავიდა.
ქერად შეღებილი ფეხბურთელი
არასდროს ყოფილა გოლეადორი,
რაც მას სასარგებლო
ფეხბურთელად ყოფნაში ხელს არ
უშლიდა. მომდევნო სეზონის
დაწყების წინ სერ ალექსმა
სმიტისსთვის პოზიციის შეცვლა
გადაწყვიტა და ცენტრალურ
ნახევარმცველად აქცია, რათა როი
კინი ჩაენაცვლებინა. "ოლდ
ტრაფორდზე" თამაშის გამო სმიტი
ამას დასთანხმდა და არც უხეშობით
ჩამორჩებოდა ირლანდიელს, თუმცა
ამ მომენტიდან მისი კარიერა
უფსკრულისკენ გაექანა.
2006 წლის თებერვალში ალანმა
ფეხი მოიტეხა, რამაც ის თამაშს
დიდი ხნით ჩამოაშორა.
გამოჯანმრთელების შემდეგ კი
სმიტმა მწვრთნელის ნდობის
მოპოვება ვეღარ მოახერხა და 2007
წლის საფხულში იგი "ნიუკასლში"
გაიყიდა.
5. გაბრიელ ობერტანი
("ბორდოდან" 4 მლნ. ევროდ, 2009
წელი)
ფრანგი ფლანგის ნახევარმცველის
შეძენას ლოგიკური ახსნა არ
მოეძებნება. მას "ბორდოშიც" კი არ
ათამაშებდნენ ძირითად
შემადგენლობაში და სწორედ
ამიტომ "ლორიანში" გაანათხოვრეს,
რის შემდეგაც "მანჩესტერ
იუნაიტედის" სახით ჯეკ-პოტი
ელოდა.
მიუხედავად ფრანგისადმი დიდი
პატივისცემისა და იმის ფონზე, რომ
იგი არაერთ ახალგაზრდულ
ნაკრებშიც კარგად დარბოდა,
რთულია იმის თქმა "წითელი
ეშმაკების" სკაუტებმა და
სამწვრთნელო შტაბმა რა დაინახეს
მასში. ობერტანი ვიწრო პროფილის
მქონე ფეხბურთელია, რომელიც
ძლიერი მხარეებით არ გამოირჩევა
და გოლები საერთოდ ვერ გააქვს.
გაბრიელმა შანსი ვერ გამოიყენა,
თუმცა ამ კლუბში ეს არავის
გაჰკვირვებია.
ფრანგის შესაძენად რიგში არავინ
ჩამდგარა, ამიტომ "იუნაიტედმა" ის
მოკრძალებულ 4 მლნ. ევროდ
შეიძინა. სეზონის სტარტი
ობერტანმა წელის ტრავმის გამო
გამოტოვა და გუნდის
შემადგენლობაში დებიუტი მხოლოდ
ოქტომბერში ჰქონდა. ძალიან მალე
კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგი
"ოლდ ტრაფორდზე" ყრუ
სათადარიგოზე მოექცევა.
მიუხედავად ამისა, სეზონის ბოლოს
ის არ გაყიდეს.
გაბრიელი "მანჩესტერ იუნაიტედში"
დარჩა, თუმცა მისი როლი არ
შეცვლილა და მოედანზე მხოლოდ
იშვიათად ჩნდებოდა. 2 სეზონის
განმავლობაში ობერტანმა მხოლოდ
14 შეხვედრა ჩაატარა და ვერც ერთი
გოლის გატანა ვერ მოახერხა. 2011
წელს კი "იუნაიტედმა" ობერტანი
"ნიუკასლში" 3 მილიონ ევროდ
გაყიდა.
4. დიმიტარ ბერბატოვი
("ტოტენჰემიდან" 38 მლნ. ევროდ,
2008 წელი)
ბულგარელი ფორვარდის შეძენას
ჩაფლავებას ვერ უწოდებ, მაგრამ
როცა კლუბი თითქმის 40 მილიონს
იხდის, მოთხოვნაც შესაბამისია.
ბერბატოვის შემთხვევაში კი ეს
ნიშნავდა იმას, რომ ბევრი გოლი
უნდა გაეტანა და ძირითადის
ფეხბურთელად ქცეულიყო. არც
ერთი და არც მეორე არ გამოვიდა.
ბერბატოვი "ბაიერის" საუკეთესო
ბომბარდირი იყო, როცა ზედიზედ
ორ სეზონში 30-30 გოლი გაჰქონდა
ბუნდესლიგაში. "ტოტენჰემში" მისი
შედეგიანობა დაეცა, თუმცა კლუბის
წამყვანი ფეხბურთელი და მისი
ლიდერი გახლდათ. სწორედ ამან
დაარწმუნა სერ ალექსი, რომ
ბულგარელი თავის გუნდში
გადაეყვანა, თუმცა "ოლდ
ტრაფორდზე" ვერ გაითავისეს, რომ
ბერბატოვისთვის მნიშვნელოვანია
წამყვანი როლის თამაში და
როტაციის ნაკლებობა.
"წითელი ეშმაკების" რიგებში
დიმიტარი თავს კომფორტულად ვერ
გრძნობდა. ის იძულებული იყო
ძირითადისთვის ებრძოლა, მკაცრ
მოთხოვნებს დამორჩილებოდა და
მხოლოდ ის ეკეთებინა, რასაც
მიუთითებდნენ. სხვა სიტყვებით,
ბერბატოვს თავისუფლება არ
ჰქონდა. საბოლოოდ კი მან
მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა ისე,
როგორც მისგან ელოდნენ -
2010/2011 წლების სეზონში
ფორვარდმა პრემიერ ლიგაში 20
გოლი გაიტანა, თუმცა ევროარენაზე
ვერც ერთხელ ვერ მოახერხა თავის
გამოჩენა.
ბულგარელს მუდამ აკრიტიკებდნენ,
ამას არც სერ ალექსი ერიდებოდა,
მაგრამ ამას დადებითი ეფექტი არ
ჰქონია. კონტრაქტის დასასრულის
მოახლოებასთან ერთად ბერბატოვი
მის მომჩივნეს პასუხობდა, ამიტომ
მისი გაყიდვა გარდაუვალი გახდა.
დახარჯული 38 მილიონიდან, თუ
ბერბატოვის ხელფასს არ
ჩავთვლით "ფულემმა" მხოლოდ 5
მლნ. ევროს კომპენსირება
მოახდინა.
3. ანდერსონი ("პორტუდან" 31,5
მლნ. ევროდ, 2007 წელი)
ბრაზილიელი ნახევარმცველი
"პორტუს" მუშაობის ნათელი
მაგალითია. "დრაკონებმა"
ბრაზილელი ფეხბურთელი
"გრემიოდან" 7 მლნ. ევროდ
შეიძინეს, მომდევნო წელს კი
"მანჩესტერ იუნაიტედში" 31.5
მილიონად გაყიდეს.
ანდერსონისგან "პორტუმ" უმოკლეს
პერიოდში შექმნა მსოფლიოს ერთ-
ერთი ყველაზე ნიჭიერი
ნახევარმცველი და ის ევროპას
შიდა ჩემპიონატისა და ჩემპიონთა
ლიგის დახმარებით აჩვენა.
ბრაზილიელისთვის ნადირობა
მაშინვე დაიწყო, "პორტუმ კი
ტრადიციისამებრ დააპირა
ფეხბურთელის გაყიდვა. ასე
მაგალითად: ფეხბურთელი
ახალგაზრდაა და ჩვენ მისი გაყიდვა
არ გვინდა, მაგრამ თუ მაინც გსურთ
ყიდვა, კეთილი ინებეთ და მომავალ
ვარსკვლავში დიდი თანხა
გადაიხადეთ.
"პორტუს" მოლაპარაკებების
წარმოება ნამდვილად ეხერხება,
ხოლო მისი აღზრდილი
ფეხბურთელები ან ისინი, ვინც
"პორტუმ" მსოფლიოს აჩვენა დიდ
ფეხბურთელებად ყალიბდებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ
მოსაზრებას დაეყრდნო და
ანდერსონში დიდძალი თანხა
გადაიხადა. პირველი სეზონი
ბრაზილიელმა მართლაც
დიდებულად ჩაატარა. გუნდმა
ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა
მოიგო, თავად ფეხბურთელი კი
რეგულარულად თამაშობდა
ძირითად შემადგენლობაში.
თუმცა ანდერსონის ინტეგრაცია
გაიწელა და მომდევნო ექვსი
სეზონის განმავლობაში ანდერსონმა
ვერც ერთ სეზონში ვერ ჩაატარა 12
შეხვედრაც კი. თავდაპირველად
ფეხბურთელს არ ყიდდნენ, რადგან
მისი იმედი მაინც ჰქონდათ, თუმცა
შემდეგ ვერ მოიძებნა მყიდველი,
რომელიც "იუნაიტედს" და
ანდერსონს დააკმაყოფილებდა,
თავად ანდერსონი კი მყიდველს.
ბრაზილიელი მაღალ ხელფასს
იღებს და მის დაკლებას არ
თანხმდება, ხოლო თუ რამე
დღესასწაულია გუნდის განაცხადშიც
ხვდება.
2. ოუენ ჰარგრივსი ("ბაიერნიდან"
25 მლნ. ევროდ, 2007 წელი)
კანადაში დაბადებულმა
ბრიტანელმა ნახევარმცველმა
სახელი "ბაიერნში" გაითქვა, სადაც
ახალგაზრდული გუნდიდან და
დუბლებიდან ძირითადში
დაიმკვიდრა ადგილი. მიუნხენურ
კლუბთან ერთად ჰარგრივსმა
ოთხჯერ ბუნდესლიგა და ერთხელ
ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რითაც
ევროპული გრანდების ყურადღება
მიიპყრო.
ოუენისთვის ბრძოლა "მანჩესტერ
იუნაიტედმა" მოიგო, რომელიც
ჰარგრივსის ტრავმებსაც კი არ
შეუშინებია - "ბაიერნის" რიგებში
ბოლო ორ სეზონში ოუენი მხოლოდ
25-ჯერ გამოჩნდა შემადგენლობაში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" იძულებული
გახდა "ბაიერნთან" რთული
მოლაპარაკებები ეწარმოებინა და
საბოლოოდ კლუბები 25 მლნ.
ევროზე შეთანხმდნენ.
თავდაპირველად "იუნაიტედის" მიერ
გადახდილი თანხა გამართლებული
ჩანდა. "იუნაიტედმა" ჩემპიონთა
ლიგაც მოიგო და პრემიერ ლიგაც,
ხოლო ჰარგრივსმა მიუხედავად
იმისა, რომ დაზიანების გამო ბევრი
გამოტოვა თავი ძალიან კარგად
წარმოაჩინა. შემდეგ კი ყველაფერი
შეუსაბამოდ წარიმართა. მომდევნო
სეზონის დასაწყისში ოუენი მუხლის
ტრავმამ შეაწუხა, რომლის გამოც 2
წელიწადი გამოტოვა. როცა
ჰარგრივსი გამოჯანმრთელდა,
მხოლოდ 6 წუთი ითამაშა და ისევ
ლაზარეთს მიაშურა.
ბოლო 3 სეზონის განმავლობაში
ოუენი 4-ჯერ გამოჩნდა პრემიერ
ლიგაში, კონტრაქტის ამოწურვის
პერიოდში კი "მანჩესტერ სიტის"
მიაშურა, საიდანაც თავის
პრობლემებში "წითელი ეშმაკების"
მედიკოსები დაადანაშაულა.
"ქალაქელთა" რიგებში ოუენმა 1
შეხვედრა ჩაატარა და კარიერა
დაასრულა.
1. ბებე ("ვიტორია გიმარაეშიდან"
8.8 მლნ ევროდ, 2010 წელი)
ბებეს "მანჩესტერ იუნაიტედში"
გადასვლა ზღაპარს ჰგავდა, რადგან
მან კარიერა ტრანსფერამდე ერთი
წლით ადრე დაიწყო. 2009 წელს
ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა
თავი ქუჩის საფეხბურთო
ფესტივალზე ბოსნიაში, საიდანაც
ერთი წლის შემდეგ იგი
"ეშტორილში" გადავიდა, ხოლო
შემდეგ "ვიქტორიას" გავლით
"მანჩესტერ იუნაიტედში".
ზღაპარი "ეშმაკებმა" თითქმის 9
მლნ. ევროდ შეაფასეს, მოთამაშეს
კი სერ ალექსის ასისტენტი, კარლუშ
კეირუში გამოექომაგა. სერ ალექსი
ვერ ხედავდა მის საჭიროებას,
თუმცა კეირუშმა ის დაითანხმა,
რადგან მისი აზრით როგორც
იტყვიან ფორვარდს დიდი მომავალი
ჰქონდა. შესაძლოა, როცა ბებე
მანჩესტერის ბაზაზე ჩავიდა
ფერგიუსონს რაღაც მსგავსი უნდა
ეთქვა: "ეს ვინ მომიყვანე".
ფერგიუსონი შეეცადა ბებესგან
რამე სარგებელი მიეღო და
რამდენიმეჯერ მოედანზეც კი
შეუშვა, თუმცა პორტუგალიელი
გაცილებით ხშირად აჩვენებდა
თავის რთულ ხასიათს, ვიდრე კარგ
თამაშს. საბავშვო სახლში
აღზრდილი ფეხბურთელი დიდ
ფულს "ეთამაშებოდა" და მას
ფეხბურთისთვის აღარ ეცალა. მას
არც "ბეშიქთაშში" და "რიუ ავეში"
გაშვება დაეხმარა და მხოლოდ
2013/2014 წლების სეზონში
გაგვახსენა, რომ ოდესღაც მასზე
იმედებს ამყარებდნენ, როცა
"პასუსში" 27 მატჩში 12 გოლი
გაიტანა.
2014 წლის ზაფხულში ბებეს ყიდვას,
რომელმაც პრემიერ ლიგაში
მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა მთელი
კარიერის განმავლობაში "ბენფიკა"
აპირებდა და "იუნაიტედს" 3 მლნ.
ევრო შესთავაზა.
წყარო: euro-football

15:07:43
პასუხი |
ციტირება