სალამი სტუმარო!
ფორუმი - Athletic Club de Bilbao
Athletic Club de Bilbao
Nukri [OFF]8 დეკემბერი 2014 - 22:42[თემის ავტორი] „ატლეტიკი ბილბაო“ ( ესპ. Athletic Club
de Bilbao) — ბასკური საფეხბურთო
კლუბი ქალაქ ბილბაოდან. კლუბი
დაარსდა 1898 წელს, 1928 წლიდან
(პრიმერას დაარსებიდან) კლუბი
გამოდის პრიმერა დივიზიონში და
„მადრიდის რეალთან” და
„ბარსელონასთან“ ერთად არის ის
კლუბი, რომელთაც არასოდეს
დაუტოვებიათ ეს ჩემპიონატი
დაარსებიდან. „ატლეტიკი“ არის
ესპანეთის ერთ-ერთი ტიტულოვან
კლუბი. ის 8-ჯერ გახდა ესპანეთის
ჩემპიონი და 24-ჯერ მოიპოვა
ესპანეთის თასი.
კლუბის ტრადიციული ფერებია
წითელი და თეთრი, ამიტომ კლუბმა
მეტსახელი მიიღო
„Rojiblancos“ (წითელ-თეთრები).
კლუბის კიდევ ერთი მეტსახელი
ლომები წარმოიშვა იქიდან, რომ
„ატლეტიკის“ სტადიონი მდებარეობს
წმინდა მამასას ტაძრის გვერდით
(მამესი ესპანურად).
კლუბი ცნობილია თავისი
კონსერვატიული პოლიტიკით,
ატლეტიკში თამაშობენ მხოლოდ
ადგილობრივი (ბასკი)
ფეხბურთელები. კლუბში ასევე
იწვევენ ისეთ ფეხბურთელებს,
რომებიც შეიძლება არ დაიბადნენ
ბასკეთში თუმცა აქვთ ბასკური
ფესვები. მაგალითად ბრაზილიაში
დაბადებული ბიურუნი და
საფრანგეთში დაბადებული ბასკი
ბიკსანტ ლისარასუ .
ფეხბურთელებისგან განსხვავებით
მწვრთნელი შეიძლება იყოს
უცხოელი. კლუბის ისტორიაში ბევრი
ცნობილი უცხოელი მწვრთნელი
ყოფილა, მაგალითად გერმანელი იუპ
ჰაინკესი, ფრანგი ლუის ფერნანდესი
და არგენტინელი მარსელო ბიელსა.
„ატლეტიკს“, ისევე როგორც
კლუბების უმრავლესოას ესპანეთში
აქვს ბრიტანული წარმომავლობა,
ატლეტიკი კი ინგლისური
სახელწოდებაა.
16:30:34
პასუხი |
ციტირება