სალამი სტუმარო!
ფორუმი - FC Barcelona
Nukri [OFF]27 ნოემბერი 2014 - 19:34[თემის ავტორი] "ბარსელონას" ყოფილი
თავდამსხმელის ბოიან კრკიჩის
მამამ, რომელიც კატალონიურ
კლუბში სკაუტად მუშაობდა, ისაუბრა
იმ ფეხბურთელებზე, რომლებითაც
კატალონიური გრანდი ადრე
ინტერესდებოდა.
"კლუბში ჩემი მუშაობის ბოლო
წელს კურტუას შეძენა ჯერ კიდევ
ბელგიიდან გვინდოდა. მან
შესანიშნავად წარმოაჩინა საკუთარი
თავი და "გენკში", 19 წლის ასაკში,
პირველი მეკარე გახდა. ერთ-ერთი
აგენტი, იუგოსლავიის ნაკრების
ყოფილი ფეხბურთელი, ჩემი
მეგობარი იყო. ის დიდად აფასებდა
მის შესაძლებლობებს.
ჩვენ ბევრი ვიდეო გვქონდა
კურტუაზე. ჩემზე ნამდვილად დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა მისმა
თამაშმა და ამაზე
ხელმძღვანელობას ვესაუბრე.
თუმცა, არაფერი არ მომხდარა.
კურტუას "ბარსელონაში" გადასვლის
სურვილი ნამდვილად ჰქონდა. მას
სურდა გრძელვადიანი კონტრაქტის
გაფორმება და თამაში "ბარსელონა
ბ"-ში ან არენდით გადასვლა. ჩვენ
მას 3 მილიონ ევროდ ვაფასებდით,
რადგან ტიბო ცნობილი არ
იყო. შესანიშნავი ტრანსფერი
გამოვიდოდა, მაგრამ ერთი თვის
შემდეგ ის "ჩელსიში" გადავიდა.
ამის შემდეგ ყველაფერი
დასრულდა.
მე ასევე გავეცანი ინფორმაციას
ვარანზე, რომელიც მაშინ ჩამშლელ
ნახევარმცველად თამაშობდა.
ვთქვი, რომ საჭიროა მისი შეძენა და
სერიოზული დაკვირვება მის
განვითარებაზე. ამაზე ვესაუბრე
ალბერტ ვალენტინს, "ბარსელონას"
სპორტული დირექტორის ანდონის
სუბისარეტას დამსხმერეს. მათ
გაგზავნეს სპეციალისტი "ლანსსა"
და "მონაკოს" შორის მატჩზე. თუმცა,
ვარანის თამაში კლუბის
წარმომადგენელს არ მოეწონა და
ამით ყველაფერი დამთავრდა." -
განაცხადა უფროსმა კრკიჩმა.
12:27:51
პასუხი |
ციტირება
Messi [OFF]27 ნოემბერი 2014 - 20:08F C BARCELONA
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, რაიან გიგზმა "ბარსელონას"
ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს ჩემპიონთა ლიგაზე მისი რეკორდის განმეორება მიულოცა. უელსელმა ამ ტურნირზე 151 მატჩი ჩაატარა, ესპანელმა ფეხბურთელმა კი ეს მიღწევა "აპოელთან" გასვლით მატჩში გაიმეორა. "ჩავი მაგონებს მე
მოჭადრაკეს, რომელიც
ყოველთვის მიიწევს წინ ორი-
სამი ნაბიჯით. ის ერთ-ერთი
დიდებული ფეხბურთელია
ფეხბურთის ისტორიაში ერთ- ერთ ყველაზე დიდებული
გუნდიდან. ყოველთვის
იმედგაცრუებული რჩები,
როდესაც კარგავ რეკორდს.
მაგრამ როცა ეს ეხება ისეთ
ფეხბურთელს, როგორიც ჩავია, დარტყმას არბილებს." -
განაცხადა გიგზმა. შეგახსენებთ, "ბარსელონამ"
კვიპროსული გუნდი 0:4
გაანადგურა, ჩავი კი
სათადარიგოდან შევიდა
მოედანზე.
12:27:51
პასუხი |
ციტირება
Nukri [OFF]27 ნოემბერი 2014 - 23:03[თემის ავტორი] საკმაოდ საინტერესო სიახლეს აქვეყნებს Eurosport-ი. წყარო წერს იმის შესახებ, თუ კიდევ რა მიღწევები დარჩა ლიონელ მესის კარიერაში.
როგორც იცით, მესიმ 2 დღეში 2 უმიშვნელოვანესი რეკორდი დაამხო. გახდა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
ახლა კი Eurosport-ი წერს, იმის შესახებ თუ კიდევ რა დარჩა ლიონელ მესის კარიერაში მისაღწევი:
1) წყაროს ცნობით, მესის ბომბარდირობა ესპანეთის თასსზეღა დარჩა, სადაც კვლავ ტელმო ზარა უწევს კონკურენციას. ცნობისთვის, ზარას 81 გოლი აქვს გატანილი კოპა დელ რეიზე, მესის კი 29
2) ასევე, მესის სანაკრებო დონეზეც დარჩა ბომბარდირობა. ამჟამად, არგენტინელს 45 გოლი აქვს გატანილი ეროვნულ ნაკრებში. რაც შეეხება საუკეთესო ბომბარდირს, ეს გაბრიელ ბატისტუტაა, რომელიც მესის 11 გოლით ასწრებს.
3) ვარაუდობენ, რომ კარიერის ბოლოს მესის “ბარსელონაში” ყველაზე მეტი მატჩი ექნება ჩატარებული. ამჟამად ეს რეკორდი ხავის ეკუთვნის, რომელსაც “ბლაუგრანას” ფორმით 497 შეხვედრა აქვს გამართული.
4) წყარო, ასევე, წერს, რომ ლიონელ მესი კარიერის ბოლოს პელეს რეკორდსაც მიუახლოვდება. როგორც იცით, ბრაზილიელს 1000 გოლზე მეტი აქვს გატანილი კარიერაში, მესის ამჟამად 450-მდე აქვს.
5) ლიონელ მესის ამჟამად ერთადერთი ტიტული აკლია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია – მსოფლიო ჩემპიონატი. უცნობია შეძლებს თუ არა არგენტინელი ამ ტურნირის მოგებას, თუმცა ეს უდიდესი მიღწევა იქნება
12:27:52
პასუხი |
ციტირება
Nukri [OFF]27 ნოემბერი 2014 - 23:03[თემის ავტორი] მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესი 2014 წელს სათანადო ფორმაში ვერ შეხვდა, ის ბოლო პერიოდში კვლავ საოცრად თამაშობს. მან სამი დღის განმავლობაში ორი ძალიან ხმაურიანი რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ მესი 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვების ნომინანტთა სიაშია შესული. გთავაზობთ 10 მიზეზს თუ რატომ ეკუთვნის 27 წლის ფეხბურთელს წელს ოქროს ბურთი.
1. “სევილიასთან” გამართულ მაჩში მესიმ სამი გოლი გაიტანა და გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 253 გოლით. მან “ბილბაოს” ლეგენდას ზარას გაასწრო, რომელსაც 251 გოლი ჰქონდა გატანილი.
2. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასულ ტურში კატალონიელებმა “აპოელი” გაანადგურეს. მესიმ ამ შეხვედრაშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა და 73 გოლით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. რონალდუსა და რაულის ანგარიშზე 71-71 გოლია.
3. საკლუბო წარმატებების გარდა, 27 წლის თავდამსხმელმა მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად იასპარეზა. ის ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ოქროს ბურთიც მიიღო.
4. მესი 2014 წელს ასევე გახდა ყველა ევროტურნირის ბომბარდირი. მას ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას სუპერ თასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
5. გოლების გარდა მესი ამ წელს საგოლე გადაცემებითაც გამოირჩა. არგენტინელის ანგარიშზე 52 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემაა, კრიშტიანო რონალდუს მონაგარი კი 55 გოლი და 17 ასისტია.
6. ლეო მესის კიდევ ერთ ხმაურიან რეკორდამდე მხოლოდ და მხოლოდ ექვსი შედეგიანი გადაცემა აკლია. მას 2014 წელს გაკეთებული 21 შედეგიანი გადაცემის შემდეგ 101 საგოლე პასი დაუგროვდა. ლუიშ ფიგუს ანგარიშზე კი 107 გადაცემაა.
7. მესის უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონში ერთ მატჩში საშუალოდ 0,81 გოლი გააქვს, პორტუგალიელ ფეხბურთელს კი საშუალოდ 0,65.
8. 2014 წელს მესიმ ოთხჯერ შეასრულა ჰეთ-თრიკი და 31-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.
9. არგენტინელ ფეხბურთელს საოცარი საგოლე სერიების შემდეგ კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობაში 399 გოლი დაუგროვდა – 371 გოლი ოფიციალურ შეხვედრებში, ხოლო 28 ამხანაგურებში.
10. ამავე წელს ლეო მესი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში, რომელსაც 28-ჯერ აქვს ჰეთ-თრიკი შესრულებული. კრიშტიანო რონალდუს ერთ მატჩში სამი გოლო 26-ჯერ აქვს გატანილი.
12:27:52
პასუხი |
ციტირება
Nukri [OFF]27 ნოემბერი 2014 - 23:30[თემის ავტორი] "სტოკ სიტის" თავდამსხმელი ბოიან
კრკიჩი, რომელიც "ბარსელონას"
აკადემიაში აღიზარდა, კატალონიურ
გრანდში დაბრუნების ვარიანტს არ
გამორიცხავს.
"ბარსელონაში" დაბრუნება? არ
მინდა კატალონიურ კლუბში
დაბრუნების რაიმე კარი დაიხუროს.
აქ მე გავიზარდე და ყველაფერი
ვისწავლე. აქ სიამოვნება მივიღე 4
დიდებული წელიწადით. ახლა, სხვა
გუნდში, სხვა შესანიშნავ
ჩემპიონატში ვთამაშობ. მინდა,
გავაგრძელო პროგრესირება,
როგორც ფეხბურთელმა." -
განაცხადა ბოიანმა.
შეგახსენებთ, რომ კრკიჩი
"ბარსელონას" პირველი გუნდის
ფეხბურთელი 2007-11 წლებში იყო.
თავდამსხმელმა მომდევნო 2 წელი
"რომაში" გაატარა, შემდეგ კი 1-
წლიანი არენდით "მილანში"
თამაშობდა. "მილანის" შემდეგ
ესპანელი "ბარსელონაში"
დაბრუნდა, მაგრამ კვლავ არენდით
წავიდა, ამჯერად ჰოლანდიაში,
კერძოდ, "აიაქსში". 2014 წლის
ზაფხულში ბოიანმა "სტოკ
სიტისთან" 4-წლიანი კონტრაქტი
გააფორმა.
12:27:52
პასუხი |
ციტირება
Messi [OFF]28 ნოემბერი 2014 - 14:26F C BARCELONA
ბარსელონას" ლიდერებმა -
ლიონელ მესიმ და ნეიმარმა
კომპანია Audi-ს მიერ
ორგანიზებულ ღონისძიებაში
მიიღეს მონაწილეობა. მესი და ნეიმარი ერთმანეთს
ბურთის კენწვლაში შეეჯიბრნენ.
"ოთხი ოქროს" ბურთის
მფლობელმა სულ 1004 ქულა
დააგროვა, ხოლო ნეიმარმა 989
ქულა.
12:27:52
პასუხი |
ციტირება