Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | ბოლონია 2-1 ინტერი
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 28 აპრილი 2022 - 13:41)
ნახვები: 1
მილანის ინტერმა სტუმრად ბოლონიასთან წააგო და სერია A-ს სატურნირო ცხრილში გალიდერების შანსი დაკარგა. არადა, მე-20 ტურის გადატანილ შეხვედრაში გამარჯვება სიმონე ინძაგის გუნდს ძალიან სჭირდებოდა - ქულით გადაასწრებდა მილანს (74) და ნანატრი სკუდეტოსკენ ნაბიჯს გადადგამდა, ახლა კი 72 ქულით მეორეა.
არადა, ბოლონიაში გამართულ შეხვედრაში ინტერისთვის ყველაფერი მშვენივრად დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე ივან პერიშიჩმა ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა. მასპინძლებმა წონასწორობა 28-ე წუთზე, მარკო არნაუტოვიჩის თავურით აღადგინეს. მატჩის ბედი მოედანზე ცვლილებაზე შესულმა ნიკოლა სანსონემ გადაწყვიტა, რომელმაც 82-ე წუთზე ინტერის მეკარე იონუც რადუს ბავშვური შეცდომით ისარგებლა.

« უკან. (284 სულ 3459)
წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (0)
კომენტარები არ არის
* სიახლეები | Lampard | ბოლონია 2-1 ინტერი