Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | მაგუაიერი, ტელეში და რაშფორდი დე იონგის სანაცვლოდ
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 2 მაისი 2022 - 03:52)
ნახვები: 2
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრენკი დე იონგის შეძენით ინტერესდება. მას შემდეგ, რაც ერიკ ტენ ჰაგი „მანკუნიანელების“ გაწვრთნას დათანხმდა, ევროპული პრესა აქტიურად წერს, რომ ინგლისელები „ბარსას“ ნიდერლანდელი შუახაზელის გადაბირებას გეგმავენ.
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო წერს, რომ ფრენკი დე იონგს „ბარსელონაში“ დარჩენა უნდა, თუმცა „იუნაიტედი“ მისი შეძენის მცდელობებს არ წყვეტს.
წყაროს ცნობით, „ბარსა“ ელის, რომ „მანკუნიანელები“ ამ მოლაპარაკებებში ფეხბურთელებსაც ჩართავენ. კატალონიელები ვარაუდობენ, რომ „წითელი ეშმაკები“ ჰარი მაგუაიერს, ალექს ტელეშს ან მარკუს რაშფორდს დათმობენ.
„ბარსელონას“ დაცვის ცენტრის, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პოზიციებზე ახალი მოთამაშეები სჭირდება. „იუნაიტედიც“ სწორედ ამიტომ მიდის ასეთი მიმართულებით.
რომერო წერს, რომ გარიგების ერთ-ერთი ვარიანტი სამივე ფეხბურთელის დე იონგში გაცვლა არის.
ასევე შესაძლებელია სხვა ვარიანტიც. მაგუაირის, ტელეშისა და რაშფორდის გარდა, „ბარსას“ ნახევარმცველი სკოტი მაკტომინეი და გარემარბი ენტონი ელანგა აინტერესებთ. თუ ისინი დე იონგის გარიგებაში მოხვდებიან, მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაახლოებით 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
24 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა „ბარსას" მაისურით მიმდინარე სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

« უკან. (281 სულ 3459)
წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (7)
* სიახლეები | Lampard | მაგუაიერი, ტელეში და რაშფორდი დე იონგის სანაცვლოდ