სალამი სტუმარო!
შესვლა რეგისტრაცია
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
ავტორი: Lampard [3 წამი] დაამატა: (13 მაისი 2022 - 18:57)
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ პატრის ევრასა და დიმიტარ ბერბატოვს უპასუხა. „რეალთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ევრამ და ბერბატოვმა ესპანელი სპეციალისტი გააკრიტიკეს და „ქალაქელთა“ თავკაცი მათ სიტყვებს გამოეხმაურა.
„ყველა ამ სპეციალისტის წინააღმდეგ, როგორებიც ბერბატოვი, ევრა და ზეედორფი არიან, მითამაშია. არ შემიმჩნევია, მათ მტკიცე და ძლიერი ხასიათი ჰქონოდათ, როცა ბარსელონასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვანადგურებდით. რეალთან 1 წუთში ორი გოლი გავუშვით. როცა ორი მომენტი გაქვს და ვერც ერთს ვერ იყენებ, საქმე ხასიათში ნამდვილად არაა. პრემიერ ლიგის ბოლო 5 თამაშში ბრწყინვალე ხასიათით 22 გოლი გავიტანეთ.“
შეგახსენებთ, რომ „რეალთან“ წაგების შემდეგ, ევრამ განაცხადა, რომ გუარდიოლას ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელების გაწვრთნა არ შეუძლია, ლიდერის თვისებების მქონე მოთამაშეები კი გუნდში არ სჭირდება. ბერბატოვის განცხადებას რაც შეეხება, მან „სიტი“ პატარა გუნდს შეადარა, რომელსაც სუსტი მენტალიტეტი აქვს.
გეტყვით იმასაც, რომ გუარდიოლას „ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ სძლია - 2009 და 2011 წლებში. ევრამ ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბერბატოვმა კი პირველი შეხვედრა ჩაატარა.
« უკან. (6 из 3185) წინ. »
რეიტინგი: 2
[* 0] [* 0]
გაზიარება:
კომენტარები
ცარიელია


მთავარი | ფორუმი | რეგისტრაცია
© stadioni.ge 2009 - 2022 [13]

top.wapforum.ge