Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | ვალენსიას არ უნდა 5 მილიონი გადაიხადოს - რატომ არ ათამაშებენ გედეშს?
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 13 მაისი 2022 - 17:58)
ნახვები: 2
„ვალენსიას“ ფეხბურთელმა, გონსალო გედეშმა ბოლო ორი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. „ბილბაოსთან“ და „ბეტისთან“ გამართულ მატჩებში იგი მოედანზე 65-ე და 62-ე წუთზე შევიდა, რაც საქმეში ჩაუხედავი ქომაგებისთვის მოულოდნელი გახლდათ.
„ღამურებს“ მისი გოლები და საგოლე გადაცემები სჭირდებათ, მაგრამ ხოსე ბორდალასი მას ბევრ სათამაშო დროს მაინც არ აძლევს. ამას თავისი მიზეზი აქვს, რომელზეც ცნობილი ესპანური რადიო, Cadena Ser-ი გვესაუბრება.
როგორც ირკვევა, თუ ლა ლიგის ბოლო 4 ტურის რომელიმე შეხვედრაში გედეში 45 წუთზე მეტს ითამაშებდა, „ვალენსიას“ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ბონუსის გადახდა მოუწევდა. პორტუგალიელის ხელშეკრულებაში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტი სწორედ „ღამურების“ მაისურით ჩატარებულ მატჩებს უკავშირდება და თუ გედეშმა მოედანზე 45 წუთზე მეტი გაატარა, „ჩეს“ 5 მილიონი ევროს დაფარვა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ 36 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილს იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 14 მაისს გამართავენ და სტუმრად „ესპანიოლს“ დაუპირისპირდებიან.

« უკან. (278 სულ 3459)
წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (1)
* სიახლეები | Lampard | ვალენსიას არ უნდა 5 მილიონი გადაიხადოს - რატომ არ ათამაშებენ გედეშს?