Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | დიბალა რომაში? - მოურინიომ ტრანსფერი პირადად მოითხოვა
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 18 მაისი 2022 - 20:32)
ნახვები: 2
30 ივნისის შემდეგ, პაულო დიბალა თავისუფალი აგენტი ხდება და კარიერის გაგრძელება ნებისმიერ კლუბში შეეძლება. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი შემტევით ყველაზე აქტიურად „ინტერი“ ინტერესდება, თუმცა იტალიური მედიიდან ახალმა ინფორმაციამ გამოჟონა.
Football Italia წერს, რომ დიბალა პირადად ჟოზე მოურინიოს სურს და გუნდის ხელმძღვანელობას მისი გადაბირება მოსთხოვა. პორტუგალიელ სპეციალისტს ნიკოლო ძანიოლოს ჩანაცვლება უნდა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ „ჯალოროსიდან“ აბარგებას აპირებს.
პირველ რიგში, რომაული კლუბის ხელმძღვანელობას დიბალას ხელფასის დაკმაყოფილება მოუწევს, რომელიც 15 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. შეძლებს თუ არა ამას „რომას“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით უცნობია.
ასევე, Corriere dello Sport წერს, რომ „ჯალოროსის“ ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი პაულოს დიდი გულშემატკივარია და მის გადმობირებას პირადად შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, არგენტინელი ფეხბურთელი იუვეს ემოციურად დაემშვიდობა.

« უკან. (273 სულ 3457)
წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (0)
კომენტარები არ არის
* სიახლეები | Lampard | დიბალა რომაში? - მოურინიომ ტრანსფერი პირადად მოითხოვა