Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | ნეიმარი \"იუვენტუსში?\"
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 23 ივნისი 2022 - 12:20)
ნახვები: 1
ესპანურმა გამოცემა Sport-მა ნეიმარი ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელ ვარსკვლავს პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მისი მომავალი პარიზში ბუნდოვანია.
ბოლო ცნობებით, პარიზელებს ნეიმარის მიმდინარე ზაფხულს გასხვისება სურთ და „იუვენტუსი“ დაინტერესებულ კლუბებშია. ბრაზილიელის ტრანსფერი მასიმილიანო ალეგრისაც სურს. ამ ეტაპზე სხვა დეტალი არ ვრცელდება, მაგრამ სამხრეთამერიკელის ხელფასი წელიწადში თითქმის 48 მილიონი ევროა.
თუმცა, იტალიური მედია წერს, რომ „იუვენტუსის“ გარემოცვამ ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და „ბებერი ქალბატონი“ ნეიმარის ყიდვით დაინტერესებული არ არის. მითუმეტეს, რომ კლუბს საამისოდ შესაბამისი ეკონომიკური პირობები ხელს არ უწყობს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს და 144 შეხვედრაში 100 გოლი აქვს გატანილი.
« უკან. (16 სულ 3325) წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (0)
კომენტარები არ არის
* სიახლეები | Lampard | ნეიმარი \"იუვენტუსში?\"