Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | როდრიგესმა კარიერა შეიძლება სამხრეთ ამერიკაში გააგრძელოს
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 23 ივნისი 2022 - 12:24)
ნახვები: 1
კოლუმბიელი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, რომელიც ყატარის ალ რაიანის ფეხბურთელია, კარიერა შეიძლება სამხრეთ ამერიკაში გააგრძელოს. UOL -ის ცნობთ, კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველის ხილვა ბრაზილიის ჩემპიონ ბოტოფაგოს სურს.
ბოტოფაგოს აქციათა 90 პროცენტი ამერიკელი ჯონ ტექსტორის ხელშია. ბოტოფაგოს მიზანი ვარსკვლავური მოთამაშეების შეძენაა. მათ შორის ერთ-ერთი პორტუს, მონაკოს, რეალის, ბაიერნის და ევერტონის ყოფილი მოთამაშე როდრიგესია, რომელიც 2021 წლიდან ყატარში თამაშობს.
ბრაზილიურ კლუბს ყატარელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა გაუჭირდეს. ყატარელები კოლუმბიელში 5 მილიონ დოლარს ითხოვენ. ეგ არის, თავად ფეხბურთელს ბრაზილიაში გადასვლის დიდი სურვილი არ აქვს, რადგან ევროპაში დაბრუნებას ისახავს მიზნად. როგორც არ უნდა იყოს, შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები კვლავაც გრძელდება.
ისე, რამდენიმე დღის წინ ხამეს როდრიგესი ბოკა ხუინიორსაც დაუკავშირეს.
« უკან. (13 სულ 3325) წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (0)
კომენტარები არ არის
* სიახლეები | Lampard | როდრიგესმა კარიერა შეიძლება სამხრეთ ამერიკაში გააგრძელოს