Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | AS: „ბაიერნი მზადაა ლევანდოვსკი რონალდუთი შეცვალოს“
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 23 ივნისი 2022 - 22:52)
ნახვები: 1
მიუნხენის „ბაიერნის“ რობერტ ლევანდოვსკის მომავალი რამდენიმე კვირაა აქტუალური თემაა. პოლონელ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს და მისით „ბარსელონა“ ინტერესდება. აქამდე „ლევას“ შემცვლელზე საუბარი არ ყოფილა, დღეს კი AS-მა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ესპანური გამოცემის მიხედვით, „რეკორდმაისტერი“ აპირებს, ლევანდოვსკი კრიშტიანუ რონალდუთი ჩაანაცვლოს. იმავე AS-ის ცნობით, რონალდუს არ სურს, თავისი ბოლო ან ერთ-ერთი ბოლო სეზონი გაატაროს გუნდში, რომელსაც ტიტულის მოგების პერსპექტივა არ აქვს და წასვლა გადაწყვიტა, „ბაიერნი“ კი ამ ეტაპზე, საუკეთესო ვარიანტია.
„ბაიერნი გზას ადგას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მეფე გახდეს და ამას კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერით მიაღწევს. სადიო მანეს შემდეგ, პორტუგალიელის გადაბირება რეკორდმაისტერს საოცნებო შეტევის ხაზის დაკომპლექტებაში დაეხმარება. ეს ვარსკვლავები მიულერს, სანეს, კომანსა და გნაბრის შეუერთდებიან და მსოფლიოს საუკეთესო შეტევის ხაზის წარმომადგენლები იქნებიან“, - წერს AS.
ესპანური გამოცემის მიხედვით, რონალდუს გარემოცვას აქვს ინფორმაცია, რომ გერმანელები კრიშტიანუთი ინტერესდებიან და ტრანსფერს პოზიტიურად უყურებენ. პრობლემა ისაა, რომ რონალდუს სხვა მსურველებიც ჰყავს და თუ პორტუგალიელმა „ოლდ ტრაფორდი“ დატოვა, „რეკორდმაისტერს“ სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

« უკან. (143 სულ 3457)
წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (0)
კომენტარები არ არის
* სიახლეები | Lampard | AS: „ბაიერნი მზადაა ლევანდოვსკი რონალდუთი შეცვალოს“