Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | შეთანხმებასთან ახლოს - დე იონგის ტრანსფერი თითქმის გადაწყდა
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 25 ივნისი 2022 - 18:12)
ნახვები: 1
ესპანური SPORT-ის ცნობით, \'\'მან. იუნაიტედი\'\' ფრენკი დე იონგის ტრანსფერთან დაკავშირებით \'\'ბარსელონასთან\'\' შეთანხმებასთან ახლოსაა. სატრანსფერო თანხად 80 მილიონი ევრო სახელდება.
\'\'მან. იუნაიტედი“ ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე მუშაობს და ამჟამად, კლუბს მთელი ყურადღება მისი მიმართულებით აქვს გადატანილი.
მიმდინარე კვირაში \'\'მანჩესტერ იუნაიტედის\'\' მმართველმა დირექტორმა რიჩარდ არნოლდმა ფრენკი დე იონგის ტრანსფერთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
„ფული არ არის ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ვისი გაფორმება გვინდა. მთავარ მწვრთნელს სურს დე იონგი და მენეჯერებმა დიდი სამუშაო გასწიეს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. 100 მილიონი? 200? არ ვიცი. ვისი გაფორმებაც გინდათ გაიფორმეთ, ჯანდაბა. გნებავთ მე თვითონ ვიყიდო მოთამაშეები? ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გარიგება დავხუროთ. უკვე მრავალი დღეა ამ საკითხით ვარ დაკავებული. ფულის პრობლემა არ არის, მაგრამ არის გარკვეული დაბრკოლებები, რაზეც ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დე იონგის გასაფორმებლად და გეუბნებით, რომ გვაქვს საჭირო თანხები“,
- თქვა რიჩარდ არნოლდმა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელები 25 წლის დე იონგის სანაცვლოდ 80-დან 100 მილიონ ევრომდე ითხოვენ. შესაბამისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში კლუბი მზადაა ნიდერლანდელი გაყიდოს. აქვე გეტყვით, რომ ჩავი მის შემცვლელად ბერნარდუ სილვას მოიაზრებს.
დე იონგი \'\'ბარსაში\'\' 2019 წლიდან თამაშობს, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა.

« უკან. (139 სულ 3459)
წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (0)
კომენტარები არ არის
* სიახლეები | Lampard | შეთანხმებასთან ახლოს - დე იონგის ტრანსფერი თითქმის გადაწყდა