Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | „კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, ალბათ გამოუცდელობის ბრალია" - რა თქვა ლაშა ნოზაძემ
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 30 ივლისი 2022 - 21:17)
ნახვები: 1
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ნოზაძემ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებითი მატჩი შეაფასა. ნოზაძის თქმით, მის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა შეეძლო, მაგრამ მიზანს გამოუცდელობის გამო ვერ მიაღწია.
„პირველ რიგში, ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. რაც შეეხება მატჩს – პირველ ნახევარში მოწინააღმდეგემ წნეხში მოგვაქცია, მიუხედავად ამისა, 2-3 რეალური საგოლე მომენტი შევქმენით და გოლის გატანა გვმართებდა. სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს გოლი გავუშვით. მეორე ნახევარში ცვლილებები განვახორციელეთ და 2- ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოვახერხეთ.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, მასპინძლებმა მალევე გაგვიტანეს, დასანანი გოლი გავუშვით. საერთო ჯამში, შეგვეძლო, შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ალბათ, უფრო გამოცდილება დაგვაკლდა. ძალიან საწყენია მარცხი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. იმედია, მომავალში კიდევ მოგვეცემა ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა და მსგავს შეცდომებს აღარ გავიმეორებთ”.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა. თბილისელები მიზანთან ახლოს იყვნენ და განმეორებითი შეხვედრის 78-ე წუთზე, ანგარიში თანაბარი იყო - 2:2, თუმცა სამწუხაროდ, „საბურთალომ“ ვერ გაძლო, 2:4 წააგო და ქართველი კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა.

« უკან. (10 სულ 3454)
წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (0)
კომენტარები არ არის
* სიახლეები | Lampard | „კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, ალბათ გამოუცდელობის ბრალია" - რა თქვა ლაშა ნოზაძემ