Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | ჩემპიონშიფი გამარჯვებით დაიწყო - არველაძის ჰალ სიტიმ ბრისტოლი დაამარცხა
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 30 ივლისი 2022 - 20:18)
ნახვები: 1
სულ მალე მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატები დაიწყება. იქამდე კი ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონი დაიწყო. პირველ ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ „ბრისოლ სიტის“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
გულშემატკივრებმა თანაბარი ბრძოლა იხილეს. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა შედარებით უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. ანგარიში პირველ ტაიმში 30-ე წუთზე ვეიმანმა გახსნა და „ბრისტოლი“ დააწინაურა. გუნდები შესვენებაზე 0:1 ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში, ქართველი სპეციალისტის გუნდმა ზეწოლა გააძლიერა და გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა. 72-ე წუთზე ახალწვეულმა ოზან ტუფანმა პენალტის ნიშნულიდან გაისროლა და წონასწორობა აღადგინა. თურქმა ფეხბურთელმა ოფიციალურ სადებიუტო მატჩში თავი გამოიჩინა.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გუნდები ქულებს გაიყოფდნენ, მაგრამ „ჰალ სიტის“ ფეხბურთელები ასე არ ფიქრობდნენ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 93-ე წუთზე სერიმ გაიტანა და საკუთარ გუნდს ჩემპიონატი გამარჯვებით დააწყებინა. შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტი“ მეორე ტურში სტუმრად „პრესტონს“ დაუპირისპირდება.

« უკან. (14 სულ 3459)
წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (0)
კომენტარები არ არის
* სიახლეები | Lampard | ჩემპიონშიფი გამარჯვებით დაიწყო - არველაძის ჰალ სიტიმ ბრისტოლი დაამარცხა