სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
 | ავტორი: Lampard [OFF] ( 3 აგვისტო 2022 - 22:33)
ნახვები: 1 |
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მეტად უცნაური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კულიბალის წასვლით ბედნიერია..
მეტიც, დე ლაურენტისი ახალ აფრიკელ ფეხბურთელს გუნდში მხოლოდ იმ პირობით მიიღებს, თუ ისინი კონტრაქტი ჩადებენ პუნქტს, რომლის თანახმადაც აფრიკის თასზე სათამაშოდ არ წავლენ.
მოგეხსენებათ, გასულ სეზონში კულიბალი სათამაშოდ აფრიკის თასზე წავიდა და ამან „ნაპოლი“ მნიშვნელოვნად დააზიანა.
რა თქვა დე ლაურენტისმა?
„ნათლად დავაფიქსირე, რომ სკაუტები აფრიკელ ფეხბურთელებზე აღარ უნდა დამელაპარაკონ. მათ პატივს ვცემ, მაგრამ, როდესაც აფრიკის თასი ან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს, ხელმისაწვდომი არასდროს არიან. ეს კი გუნდს პრობლემებს უქმნის.
ჩვენ ვართ იდიოტები, რომლებიც ხელფასს იმაში ვიხდით, რომ ფეხბურთელებმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურონ და ფეხბურთი სხვაგან ითამაშონ. აფრიკელ ფეხბურთელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყიდით, თუ კონტრაქტში ჩადებენ პუნქტს, რომლის მიხედვითაც ნაკრებში არ წავლენ.“

გაზიარებულია: (0)

(0)
სოც ქსელები:
კომენტარები არ არის