Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
სალამი სტუმარო!
Stadioni.ge - საფეხბურთო საიტი
* სიახლეები | Lampard | რომანომ დაადასტურა - რენატო სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
Avatar ავტორი: * Lampard [OFF] ( 3 აგვისტო 2022 - 21:35)
ნახვები: 1
დიდი ხნის განმავლობაში „მილანი“ რენატო სანჩესისთვის იბრძოდა და თავდაპირველად „ლილის“ ფეხბურთელი „როსონერიში“ გადაბარგებაზე თანახმა იყო, მაგრამ საბოლოოდ აზრი შეიცვალა და გეზი პარიზისკენ აიღო.

ნასერ ალ-ხელაიფიმ პორტუგალიელ ნახევარმცველს გაცილებით მსუყე პირობები შესთავაზა, რაზეც რენატომ უარი ვერ თქვა. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, თუ როდის შედგებოდა ტრანსფერი.

დღეს კი, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

24 წლის ფეხბურთელი 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენში“ გადადის. სამედიცინო შემოწმება პარიზში მოხდება. როგორც რომანო წერს, ლუის კამპოსი სპორტულ დირექტორად დანიშვნის დღიდან, სანჩესის გადაბირებას ცდილობს და გამოუვიდა კიდეც. ფეხბურთელთან პირადი დეტალების შეთანხმება დიდი ხნის წინ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის პორტუგალიელი „ლილის“ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, სანჩესმა ფრანგული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 90-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

« უკან. (8 სულ 3459)
წინ. »
გაზიარებულია: (0)
* (0) *
სოც ქსელები:
კომენტარები: (0)
კომენტარები არ არის
* სიახლეები | Lampard | რომანომ დაადასტურა - რენატო სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს